პარლამენტის სპიკერი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, გაასაჯაროვონ სრული კომუნიკაცია, რომელიც მის კაბინეტთან შედგა.
„საინტერესოა, მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? მოუცლელობის ბრალია კრემლის დაკვეთით მოკლულ ხანგოშვილზე დუმილი? მოუცლელობის ბრალი ხომ არაა ანაკლიისა და სხვა გეოპოლიტიკური მეგა-პროექტების ჩაძირვა?" - აღნიშნავს გეგელია.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.
"ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ"
"ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული"
„მეამაყება ჩემი წარდგენა და მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია კალიურანდის ტვიტერის გვერდზე.