თუ კანდიდატი თვითონ იყო ჩარეული ამ ძალადობაში, მაშინ უნდა მოხსნას კანდიდატურა, თუკი მისი შვილი იყო, ეს უფრო მორალური პასუხისმგებლობის საკითხია, - აცხადებს სერგეენკო.

„ეს არის გარიგება, ამ ხალხმა და იმათმა ვინც ამას ქირაობს, იციან რომ შეთანხმება არის ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან და არავინ არ დაისჯება ისე, რომ ეს იყოს შემაკავებელი შემდგომი ძალადობის",- აცხადებს ბოკერია.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მას და მის მომხრეებს ესხმოდნენ თავს.