ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ბებუა უკანონო პატიმრობიდან 2029 წელს გათავისუფლდება.

"სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს" - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

გასული კვირის განმავლობაში, ცხინვალში მცხოვრები, კოვიდ დადასტურებული პაციენტები უარს ამბობდნენ ვლადიკავკაზში მკურნალობაზე და ცდილობდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას, თუმცა უშედეგოდ.