„ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა, საიდან მოგაქვთ? თქვენ შექმენით.“– განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

სახალხო დამცველი მედიის წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების ფაქტს ეხმიანება და შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს, კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ.