განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს და რეგიონში რუსეთის გავლენის გაზრდაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

„მნიშვნელოვანია, ეს თემები გაჟღერდეს პრეზიდენტ ბაიდენის და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაზე. ეს დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.