„ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“.
მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში შეკითხვა არარელევანტურია.
ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა დგას.
მისივე შეფასებით, შეზღუდვა, რომელიც მოქმედ აეროპორტთან ხელშეკრულების პირობებშია და 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.
ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს.
მისი თქმით, საჯარო და კერძო სექტორებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენით, საქართველომ დაამტკიცა მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო თუ წლიური შეხვედრების ფორმატში.