"უკანონო მიყურადების შესახებ გავრცელებული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლისა და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე" - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".

"საერთო სასამართლოები მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების დევნას, გასამართლებას და უმკაცრესი სანქციებით დასჯას აგრძელებენ. GDI სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას.