2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს
ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.
„დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა მორიგე რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ.
ინფორმაციას მედია ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ბესტავეი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს.