„ეს კანონი თავისთავად სამარცხვინოა თავისი შინაარსით. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს პროპაგანდა“. - განაცხადა ბოკერიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება. 

ბოკერიას განცხადებით, მისთვის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ავად, ის თავისუფალი უნდა იყოს.