პარლამენტში დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნული მონაცემი 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერს მოიცავს.
„ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.“
„ვადასტურებ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩება სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაეზრდება“.
„ჩვენ არავის თავზე არაფერს არ მოვახვევთ, არავის არაფერი გაუნულდება ან არავის დავავალდებულებთ, რომ ძველი მიატოვოს და ახალზე გადავიდეს.“
„დეკემბრის შუა რიცხვებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, იმ განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია გვექნება, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება“.
„საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მიმდინარე სესიის ფარგლებში უნდა მოხდეს, რადგან ახალგაზრდობის სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში 1-ელი იანვრიდან გადმოვიდეს.“
როგორც მინისტრმა ასევე აღნიშნა, მასწავლებლებს განსაკუთრებული ადამიანების სტატუსი უნდა მივანიჭოთ:
„დღეს მასწავლებლების თხოვნა-მოთხოვნა, რაც მოდის, არის ის, რომ სტატუსების დანამატი გადაგვიტანეთ საბაზო ხელფასში და ეს იყოს მინიმალური, ვინაიდან ჩვენ გვინდა ეს სტაბილური გარანტია“