როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები გახარიას გუნდის წევრების არასერიოზულ კინკლაობაში შეთრევის მცდელობაა.

"მე პირადად და ჩემი გუნდი მივიჩნევთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, თუ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რადიკალიზაცია დამთავრდეს, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და განხილვის შედეგად შესაძლოა მხარიც დავუჭიროთ"

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პოლიტიკური გუნდი მომდევნო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.