„შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ მისი გავრცელება დავაფიქსიროთ“ - ამბობს ჩხაიძე.

„მთელს მსოფლიოში ამ წელს იყო რესპირაციული ინფექციების ძალიან მაღალი გავრცელება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სამი წელი კოვიდის გამო იყო მკაცრი რეგულაციები და ის რესპირაციული ინფექციები მათ შორის გრიპები ფაქტობრივად არ იყო"

წლევანდელი გრიპის შემთხვევები იქნება გამორჩეული, იქნება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იყო შარშან. ამიტომ ამ მხრივ სიფრთხილე და მზაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - განაცხადა ივანე ჩხაიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.