ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება“ - თქვა კობახიძემ.