NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პირველი შეხვედრა დილით პარლამენტში აქვს დაგეგმილი.

ჯეიმს აპატურაი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

2010 წლიდან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ჯეიმს აპატურაი იკავებდა.