მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
მინისტრმა უპასუხა იაგო ხვიჩიას შეკითხვას, რომ მარიხუანას მოხმარება როცა ლეგალურია, რატომ ხდება ადამიანების დაკავება, რომლებსაც ერთი ძირი მარიხუანა აქვთ.