"ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა. მომდევნო ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები წარიმართება" - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
"ეს მიზნად არ ისახავს სამართლიანობის განცდის აღდგენას, ამიტომ, ეს არის შოუ, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა და ამ შოუს 2 ოქტომბერს დავასრულებთ" - აცხადებს აქუბარდია.
კიევი-თბილისის რეისი უკვე დაჯდა ტერმინალთან.
„ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მეგის ქარდავას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.
„არის ბრძანება მისი ექსტრადირების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან, რასაც ჩვენ ვასაჩივრებთ და სასამართლომ ჩვენი საჩივარი დღეს გადაწყვიტა.“, – განაცხადა ქარდავას ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ.