ვითარება იცვლება, ნატო იქნება გაცილებით აქტიური და ამავდროულად, საქართველოდანაც უნდა იყოს შემხვედრი აქტიურობა ნატოს მიმართულებით. ახლა გვჭირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მადრიდის სამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე შეიქმნა.