კუჭავას თქმით, ეს თანხა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ასევე, პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, ცვლილება მხოლოდ ვადის კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას ეხება და როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ვადის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული მედია წლებია კორუფციის კონკრეტულ ფაქტებსა და ტენდენციებზე საუბრობენ, მთავრობის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ნაბიჯები არ გადადგმულა."