როგორც ვაშაძე განმარტავს, სანამ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენს ძალებს, ვერ მოგვერევიან, ვერ აიცილებენ ევროპული ინტეგრაცის გზას.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომუნიკაციის დასაწყებად პირველი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას.
მისივე თქმით, „რუსთაველზე ხალხი იმისთვის არ არის შეკრებილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ან ვიწროპარტიულ ჯგუფს მიანიჭოს ძალაუფლება“.
ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ რეალობას მოწყვეტილია, თუმცა, მათ რეალობაში ხალხი დააბრუნებს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „პირდაპირ არგუმენტებს ქმნიან” იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
„სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად და ძირეული რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
ჯონ გერფსთან და დენ ფრიდთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.
გიორგი ვაშაძის თქმით შეხვედრაზე ორი მნიშვნელოვანი თემა განიხილებოდა, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რეფორმების განხორციელება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკური მიმართულებით დახმარების გაზრდა.