„არ ვიცი ჩემს რჩევას რამდენად გაითვალისწინებთ ახალგაზრდები, მაგრამ მაინც ვიტყვი: არასდროს დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც გეუბნებათ, რომ არც მწვადი უნდა დაწვათ და არც შამფური: ასეთი ადამიანები საკუთარსავე „ლუზერული“ სისტემისთვის და კომფორტის ზონისთვის გწირავენ“.

ლუკას მიღებული აქვს სწავლის სრული დაფინანსება უნივერსიტეტისგან და ფიქრობს მისი სამომავლო განათლება დაუკავშირდეს ასტროფიზიკას, კოსმოლოგიას ან/და ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებას.

ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ, სალომე გეგმავს, გაიმდიდროს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და მიღებული ცოდნით დაუბრუნდეს საქართველოს ბიზნესის სექტორს.