კვლევების მიხედვით, 5,1-ჯერ მეტია ომიკრონით რეინფიცირების რისკი, ვიდრე ეს იყო დელტას შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თუნდაც 1 თვის წინ გადატანილი გაქვს რომელიმე კორონავირუსი, ეს არ არის თქვენთვის გარანტია, რომ ომიკრონით არ დაინფიცირდებით, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია რეინფიცირების მხოლოდ 16 შემთხვევა, რაც მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ზუსტად შეესაბამება, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.