აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიას და აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ყოფნას. 

"ხელისუფლება გენოციდს აწყობს, გვკლავენ კოვიდით და გვკლავენ სხვადასხვა ხერხით, მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, ხელისუფლება და ჯანდაცვის მინისტრი არაფერს აკეთებს" - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან სამ ძირითად ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან და ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან.