საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, სემეკმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად კომპანიების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა.
ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს ქვეყნის განვითარებაში.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ღონისძიებაზე იმსჯელეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა შესახებ, განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები.
დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სუფთა ენერგიების პაკეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ევროკავშირის პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები.
კონფერენციას დაესწრებიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.
სემეკის წევრმა ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების, მომხმარებელთა უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების აუცილებლობაზე.