ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ამ წუთებში, საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.