მოქალაქე, ლევან ჯობავას ინფორმაციით, რამდენიმე პირმა აქციის მონაწილეებს მარშის დროს აგინა. რის შემდეგაც ის ერთ-ერთ პირს კაფეში შეყვა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა იარაღი ამოიღო.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
პარტია „დროას“ წევრს მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ სიჭინავა „ფეისბუქში“ თავად წერს. მისი თქმით შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შვილთან ერთად იმყოფებოდა.