LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის უსინათლო ბიჭი Queen-ის რაფსოდიას ასრულებს [ვიდეო]

190

ევეტ რეი 7 წლის ბიჭია, რომელსაც youtube-ზე თავისი არხი და უამრავი გამომწერი ჰყავს. მისი საყვარელი საქმიანობა სიმღერაა, შესაბამისად ის მუსიკოსი იუთუბერია. უამრავი ცნობილი ქავერის შემდეგ მან Queen-ის ბოჰემური რაფსოდიაც შეასრულა.

გარდა იმისა, რომ ბიჭი თვითნასწავლია, მისი გამომწერების გაოცებას იწვევს ისიც, რომ ევეტი მარცხენა თვალში საერთოდ ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენაში ძალიან შეზღუდული მხედველობა აქვს. ოფიციალური დიაგნოზი ოპტიკური ნერვის ჰიპოპლაზიაა.

როგორც მისი დედა ამბობს, ბიჭმა მუსიკალური ნიჭი ჯერ კიდევ 11 თვის ასაკში გამოავლინა. როცა Twinkle, Twinkle, Little Star-ის მელოდია მოულოდნელად პიანინოზე ააჟღერა, მისი მშობლები ვერ იჯერებდნენ. ახლა ის უკვე სერიოზული მუსიკოსების სიმღერებს ეჭიდება, ასრულებს და მღერის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები