ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწილი ბოლო კვირის ერთ-ერთი სალაპარაკო თემაა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, სადაც უამრავი მათი ახლობელი ადამიანი და ცნობილი სახე დაპატიჟეს.
რასაკვირველია, ქორწილი თვალსა და ხელს შუა გადაიქცა კონცერტად, სადაც უამრავი ცნობილი ქართული სიმღერა შესრულდა.
ჩოხაში გამოწყობილმა სიძემ პატარძალი გამოიცეკვა და მათ ერთობლივად შეასრულეს ქართული ცეკვა. აღსანიშნავია, რომ ნოემ ტრადიციული ცეკვა საკუთარ თავზე მოირგო და თავისებურად შეასრულა.

ვიდეოს, რომელიც ამ ცეკვას ასახავს, მაკა რაზმაძე ავრცელებს სოციალურ ქსელებში.