LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვას რატომ ელოდები, შენ თვითონ თქვი, რომ გიყვარს, პატივს სცემ, გინდა გულში ჩაიკრა, რატომ უნდა დააგვიანო – ნანა ჩაჩუა

341

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „ქალების ნარატივში“ ემოციის გამოხატვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ადამიანებმა ძალიან ხშირად ვიცით თქმა სხვებზე: „ხომ თვითონ უნდა მიხვდეს“?

რატომ?  სხვას რატომ ელოდები, შენ თვითონ თქვი შენი სათქმელი. თქვი, რომ გიყვარს, პატივს სცემ, გინდა გულში ჩაიკრა, რატომ უნდა დააგვიანო?  მე ხშირად ვიცი თქმა ადამიანისთვის, რომ მომწონს და პატივს ვცემ. იქნებ ხვალ აღარც ვიყო? რატომ უნდა გადავდო ამის თქმა?

როცა კარგი გაქვთ სათქმელი, ნუ დაყოვნდებით. ხოლო თუ ცუდი რამ გაქვთ სათქმელი ადამიანისთვის მაშინ მოიცადეთ, იქნებ რამე შეიცვალოს. ღმერთს სულ იმას ვთხოვ, რომ დამეხმაროს, რათა ჩემი თავიდან არ გამოვიდე, რათა შეუმცდარი ვიყო. სრულიად შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია, მაგრამ როგორც ჟან პოლ სარტრი ამბობდა, ადამიანი არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რაც უნდა რომ იყოს. ყველას გვაქვს ყოველდღიურობაში შეუმცდარობის გარკვეული არეალები. სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია, სურვილი იმისა, რომ არ შეცდე.

ასევე მნიშვნელოვანია, გიყვარდეს შენი თავი. როგორც ძველი ებრაული სიბრძნე გვასწავლის, თუ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, ის სხვას ვერ შეიყვარებს, ხოლო თუ სხვას ვერ შეიყვარებს, ვერც მას შეიყვარებენ. არასოდეს გადადოთ ის, რაც თქვენი გასაკეთებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები