თიკა მახალდიანმა „პირველი არხის“ გადაცემაში „აკუსტიკა“ შეასრულა ეკა თევზაძის სიმღერა „შევცდი“. კომპოზიციის ტექსტი ლილი ნუცუბიძეს ეკუთვნის. მომღერალს აკომპანემენტი გიტარის თანხლებით დავით ლონდარიძემ გაუწია.

თიკას პერფორმანსმა სოციალურ ქსელებში მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია. წერენ, რომ ის ქართულ სიმღერას შესანიშნავად ასრულებს.