მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 99 წლის ბრაზილიელმა ერმანდო არმელინდო პივეტამ COVID–19 დაამარცხა და საავადმყოფოც დატოვა.

მოხუცი კლინიკაში 6 აპრილს გადაიყვანეს და კორონავირუსის დიაგნოზიც მალევე დადასტურდა. თავიდან მამაკაცი სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

მედიკოსებმა ერმანდო ცალკე პალატაში მოათავსეს, რადგან მისი ასაკის გამო ბევრ გართულებას ელოდნენ. თუმცა, ვეტერანი იმაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენ და ვირუსის დაძლევა მისმა ორგანიზმმა სუნთქვის აპარატის გარეშეც კი შეძლო.

რეალურად მას მხოლოდ ხველება აწუხებდა და რამდენიმე დღეში ეს პრობლემაც მოგვარდა. მამაკაცი უკვე გაწერეს და როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, ის სრულებით ჯანმრთელია.

აღსანიშნავია, რომ ერმანდოს საავადმყოფოდან გაწერა ნამდვილი ზეიმი იყო, მოხუცი სახლში ოვაციებით გააცილეს და მასთან დასამშვიდობებლად ექიმების მთელი გუნდი შეიკრიბა.

 

მსგავსი თემები