LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ემიგრანტი გოგონას დაბრუნება საქართველოში და ემოციები მშობლებთან შეხვედრისას

1072

მარიამ მახაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აღწერილია, როგორ ჩამოვიდა მისი და საქართველოში და როგორ გაახარა მშობლები ისე, რომ მათ მისი ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მარიამი წერს:

„ჩემი და ჩამოვიდა❤ წელიწადზე მეტია, არ გვინახავს❤

დაახლოებით ერთი თვეა ვიცი, მაგრამ გამაფრთხილა, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება, ვერ ჩამოვიდე და ამიტომ მშობლებს არ ვუთხრათ, რომ მერე გული არ დასწყდეთო.. დროს ძირითადად სახლში ატარებდა, გაიკეთა პისიარ ტესტი და მოკლედ, ყველა პირობა შეასრულა, რომ არ გართულებულიყო რამე და ჩამოსულიყო:)

ამ დროის განმავლობაში იმდენჯერ მინდოდა მეთქვა, ჩამოდის-მეთქი, ვერ აგიწერთ❤

ჰოდა, დღეს უბრალოდ, ვთქვი, რომ რაღაც საჩუქარი გამოგზავნა და ის უნდა მოვიტანო სახლში-მეთქი:) მშობლებს ჰგონიათ, რომ თოკოს ვეძახი, რომელმაც საჩუქარი უნდა შემოიტანოს. ესეც ვიდეო, თქვენც კარგ განწყობაზე დაგაყენებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები