რუსა მორჩილაძემ 31 მაისს დაბადების დღე აღნიშნა. კოლეგებმა, მეგობრებმა მას იუბილე ერთ-ერთ რესტორანში მიულოცეს, სადაც ნამდვილი კონცერტი გაიმართა ქართველი ვარსკვლავების ჩართულობით და რუსას მიერ შექმნილი რეპერტუარით, რა თქმა უნდა. შოუბიზნესის წევრთაგან ერთ-ერთი, ვინც რუსას დაბადების დღეზე იმღერა, ნინი ქარსელაძე გახლდათ – აღსანიშნავია, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდა შავ-თეთრ კაბაში და დაბალძირიან ფეხსაცმელში.