LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 2022 წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტო-სახლი, რომელსაც კომპლექტში Ferrari LA Ferrari მოჰყვება

114
ferrari

გამოცემა New Atlas-მა 2022 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ბორბლებიან სახლად Volkner Performance S დაასახელა, მოდელი რომელიც დიუსელდორფის ავტო სალონზე წელს წარადგინეს.

12 მეტრიანი ავტო-სახლი მდიდარი ინტერიერითაა დაკომპლექტებული, თანამედროვე მულტიმედია აქვს და სახურავზე გამავალი ტერასაც მოჰყვება. თუმცა, კემპერის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ჩაშენებული მოძრავი პლატფორმა, სადაც სუპერქარი Ferrari La Ferrari-ია განთავსებული. კომპლექტის ფასი 5,7 მილიონ დოლარს შეადგენს.

Volkner Performance S კერძო დამკვეთის თხოვნით, Volvo-ს ბაზაზე ააგეს. ავტო სახლი სრულფასოვანი სამზარეულოთი, ბარით, სარეცხი მანქანით, გაზქურით და ძალიან ტევადი მაცივრითაა აღჭურვილი. დასვენების ზონაში დადგეს 2 მეტრიანი საწოლი, მულტიმედიური სისტემა „ჭკვიანი“ ტელევიზორით და ბევრი სხვა საჭირო გაჯეტი. მთელი ელექტრონიკა იმუხტება აკუმულატორით, რომელიც ენერგიას მზისგან იღებს.

რაც შეეხება ბონუსს – ცალკე აღებული  Ferrari-ს სუპერქარი 3 მილიონზე მეტი ღირს. სულ 500 ეგზემპლარია გამოშვებული და თითოეულმა 500 ძალის ძრავა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები