ნუცა ბუზალაძეს ოქროს დაბადების დღე აქვს. მომღერალი 28 იანვარს, 28 წლის გახდა.
ის სოციალურ ქსელში ულამაზეს ფოტოებს და ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„28 წელი. პირველივე დღიდან ვმღერი და ჩემს ოქროს ოცნებებში ვცხოვრობ. მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, გამოცდილებისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში დატოვეთ და რამაც მე დღემდე მომიყვანა. მოდით, მოვემზადოთ ოქროს დაბადების დღის ზეიმისთვის“, – წერს ნუცა ბუზალაძე.