„დუეტი ლეონის“ წარმომადგენლების, ლევან წვერავას და ნინი კენჭიაშვილის შვილი, ნოე იუბილარია.
„4 წლის წინ, ჩვენი 10 წლის ნანატრი სიყვარული დაიბადა და სრულიად ამოყირავდა, ჩვენი ცხოვრება. გაჩნდა ბიჭი ნოე, რომელსაც უძირო თვალები და გული აქვს. მინდა ყველამ, ასე იხაროთ თქვენი შვილებით.
დღეს, სიხარულის და ბედნიერების, ბიჭის დღესასწაულია. ჩვენო, უკიდეგანო სიყვარულო გილოცავ. გვახარებ, გვაბედნიერებ. გვიყვარხარ“,- ვკითხულობთ ტექსტში.