ლეონარო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია ხვდებიან, თუმცა, ჰოლივუდელი ქალების გულთამპყრობელი ლეო დაქორწინებას ჯერჯერობით არ აპირებს.
ფოტო: ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს ვნებათაღელვა ტალღებში
ამჯერად, 47 წლის ლეო და 24 წლის კამილა ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. კამილა თავის გულის სწორს საკმაოდ ემოციურად ესაუბრებოდა.
რაც შეეხება ვარსკვლავური წყვილის ჩაცმულობას, დიკაპრიოს ჯინსის შარვალი და დუტის ქურთუკი ეცვა, მორონე კი კრემისფერ პალტოსა და სპორტულ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.