LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 50 წლის ნაომი კემპბელი „ვოგის“ გარეკანზე

795
page

50 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი „ვოგის“ ნოემბრის გარეკანზე მოხვდა. ვარსკვლავი ფოტოგრაფ იტან ჯეიმსის ობიექტივის წინაშე პოზირებდა. სადა ფერები და ბრენდების ცვენა – ნაომიმ  „ალაიას“ ტყავის კაბა,  „ვერსაჩეს“ მინი ქვედაბოლო და „დიორისა“ და „ვალენტინოს“ კაბები მოირგო.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ Apple TV+ 90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.  სერიალში მონაწილოებას ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდილინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ტოპ-მოდელები სერიალის პროდიუსერების როლსაც მოირგებენ, პროექტის რეჟისორი კი ოსკაროსანი  ბარბარა კოპლი იქნება.

ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და ლინდა ევანგელისტა Apple-ის ახალ სერიალში გამოჩნდებიან

„იმედი გვაქვს, რომ სერიალში ასახული ჩვენი ცხოვრება მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყაროდ იქცევა“, -  განაცხადა კემპბელმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები