მიშელ პფაიფერი და დევიდ კელი ფოტოგრაფებმა ახალი სახლის მახლობლად გადაიღეს, რომელიც მეუღლეებმა იანვარში შეიძინეს. სახლი ფაიფერსა და კელის 22 მილიონი დოლარი დაუჯდათ და ისინი ამჯერად ინტერიერის დასათვალიერებლად იყვნენ მისულები. როგორც ჩანს, პანდემიის დროს პირბადეების დეფიციტი პფაიფერისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. 61 წლის მსახიობი ვირუსისგან თავს ბენდენით იცავდა, რომელიც პირბადის ფუნქციას ასრულებდა.
მსახიობი და ცნობილი ტელეპროდიუსერი ჯინსებში იყვნენ გამოწყობილნი და ცდილობდნენ, შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ პაპარაცებისთვის.