LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

75 წლის გოლდი ჰოუნისა და 69 წლის კურტ რასელის ვნებიანი კოცნა „ოქროს გლობუსის“ საშინაო წვეულებაზე

283
39930986-0-image-a-106-1614655353987

75 წლის გოლდი ჰოუნი და 69 წლის კურტ რასელი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილია, მათ 38 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. გოლდი კურტზე ოფიციალურად გათხოვებას არ ჩქარობს, მას საოცრად მოსწონს ,,კურტის გოგონას” სტატუსი.

ამჯერად წყვილის ვნებიანი კოცნის ამსახველმა ფოტომ სრულიად ინტერნეტი დაიპყრო. ჰოუნი-რასელის დიდმა ოჯახმა ოქროს გლობუსის დაჯილდებასთან დაკავშირებით სახლში წვეულება მოაწყო.

წყვილის კოცნის ფოტო გოლდის ქალიშვილმა, მსახიობმა, კეიტ ჰადსონმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაავრცელა.

„ისინი საოცრად საყვარლები არიან“, – ასე დაასთაურა ფოტო კეიტმა.

შეგახსენებთ, გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის რომანი 1984 წელს გამოსული ფილმით, „მიმართულების შეცვლა“ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები