პრინცესა დიანა დღეს 60 წლის გახდებოდა. ცნობილი დიზანერები ხშირად წერენ, რომ დაიანა სპენსერი იყო პირველი „აითი-გოგონა“. ის გახლდათ პირველი ქალი სამეფო ოჯახიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგაც, ის ჩვენი დროის ყველაზე პოპულარულ ქალად დარჩა. ლეიდი დი გიჟდებოდა მოდაზე და ყოველთვის იდგა მოდური ინდუსტრიის სათავეებთან. სწორედ დაიანამ შემოიტანა მოდაში ვიწრო, ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და სრულიად ახალი დრეს-კოდი დანერგა აკადემიურ ბრიტანულ გარდერობში.
9 მოდური ლუქი, რომელიც პრინცესა დაიანამ დანერგა:
ბიჟუტერია
დაიანა გიჟდებოდა ბიჟუტერიაზე. ის ხშირად მოხერხებულადაც ატყუებდა პუბლიკას უზარმაზარი თვლებითა და აქსესუარებით. ყველას ეგონა, რომ ეს უძვირფასესი სამკაული იყო, არადა დაიანა უბრალო ბიჟუტერიას ანიჭებდა უპირატესობას. მას განსაკუთრებულად უყვარდა მარგალიტები, ყველა ანსამბლს კი ჩანთა, Lady Dior ასრულებდა, რომლიც ჯანფრანკო ფერემ სპეციალურად მისთვის შექმნა.
კეპი
1988 წლის მაისში დაიანმა შოკში ჩააგდო საზოგადოება. პრინცესა ჯინსებში, ჩექმებითა და კეპით გამოვიდა ქუჩაში. ეს იმ დროს კატეგორიულად მიუღებელი იყო სამეფო ოჯახის პროტოკოლით. ამ დროს ის ჯერ კიდევ არ იყო განქორწინებული პრინც ჩარლზთან.
საყელო
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული აქსესუარი, საყელო მოდაში სწორედ დაიანამ შემოიტანა. ის არ ერიდებოდა ექსპერიმენტებს, მათ შორის მასიურ და მოქარგულ საყელოებსაც. დიზაინერები ხუმრობნენ, რომ დაიანას გარდერობში ყველა სტილისა და ფორმის საყელოს შეხვდებოდით.
სათხილამურლო კომბინეზონი
ცნობილია, რომ სამეფო ოჯახს პაპარაცები ყველგან დაყვებოდნენ. აქედან გამომდინარე, დაიანა ცდილობდა, მუდამ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. მოდის კრიტიკოსებს არასოდეს დაავიწყდებათ დაიანას ალისფერი კომბინეზონი, რომელიც მას მთიან კურორტზე დასვენების დროს ეცვა.
დიადემა
პრინცესა დაიანა გახდა პირველი მონარქი სამეფო ოჯახიდან, რომელსაც დედოფალმა ელისაბეტმა დედოფალ მარიას დიადემა აჩუქა. ეს იყო საქორწილო საჩუქარი, ტიარა, რომელიც უზარმაზარი ბრილიანტის თვლით იყო მოქარგული. ეს ტიარა დედოფალს დაიანამ განქორწინების შედეგ დაუბრუნა და წლების შემდეგ ის ქეით მიდლტონზე ვიხილეთ.
ევროპელი დიზაინერერები
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანული მოდა აღმავლობას სწორედ პრინცესა დაიანას უნდა უმადლოდეს. 1992 წელს ჩარლზთან განქორწონების შედეგ ის აქტიურად გადაერთო სხვა ბრენდებზე, მათ შორის „შანელზე“, „ლუი ვიტონზე“, „ვალენტინოზე“, „დიორსა“ და სხვებზე. დიანას საყვარელი დიზიანერი „ვერსაჩე“ იყო.
დაბალი ქუსლი
დაიანა ისედაც საკმაოდ მაღალი იყო, ამდენად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მის გარდერობში თითქმის არ იყო. მან მოდაში დააბრუნა ეგრეთ წოდებული დაბალი ქუსლი kitten heels, ხოლო „მანოლო ბლანიკმა“ პრინცესასთვის სპეციალურად რამდენიმე მოდელი შექმნა. მალევე მსგავსი ფეხსაცმელი „შანელისა“ და „ჯიმი ჩუს“ მოდის სახლებმაც შექმნეს.
კაბები ღია მხრებით
ეს დაიანას საყვარელი სტილი გახლდათ, თუმცა, სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში მას მსგავსი სტილის კაბების ტარება აკრძალული ჰქონდა. მაგალითად 1985 წელს მან ჯონ ტრავოლტასთან ერთად თეთრ სახლში ცნობილი ცეკვა შეასრულა, სადაც ღია მხრებიანი შავა კაბა ეცვა. განქორწინების შემდეგ მსგავსი კაბები მრავლად გაჩნდა ლეიდი დის გარდერობში
საქორწილო კაბა
დაიანს ყველაზე ცნობილ კაბებს შორისაა საქორწილო კაბა, რომელიც ელისაბეტ და დევიდ ემანუელებმა შექმენს. 7 მეტრიანი შლეიფით შეკერილი კაბა დღემდე ყველაზე მდიდრულია სამეფო ქორწილების ისტორიაში.