აჭარაში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ულამაზესი ტბა ტბიყელი მდებარეობს – აქ კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს, რომელიც საზოგადოებას აღნიშნული ტბისა და ნისლებში ჩამალული კინტრიშის ეროვნული პარკის შესახებ ფოტომასალასაც აწვდის.
„ტბიყელი კინტრიში-ჭვანას გარდამავალი, სალაშქრო მარშრუტის მთავარი ტურისტული მიზიდულობის ადგილია, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს.
ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომისმთასთან აკავშირებს.
მარშრუტი სრულადაა მარკირებული. რუკის ნახვა მოლაშქრეებს https://visitajara.com/-ზე შეუძლიათ“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.