ლონდონში ბრიტანული კინოსა და ტელევიზის ხელოვანთა აკადემიის დაჯილდოვებას უმასპინძლეს, რომლის წითელ ხალიჩაზე უამრავმა ვარსკვლვმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო ალ პაჩინოც. ლეგენდარული მსახიობი წელს მარტინ სკორსეზეს ფილმიდან „ირლანდიელი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის იყო წარდგენილი. პრიზი ალ პაჩინომ ვერ მიიღო, თუმცა, წითელი ხალიჩის უხერხული მომენტის გმირი გახდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 79 წლის ალ პაჩინო ფოტოგრაფების წინაშე იდგა და თან ფანებს ესალმებოდა. კიბეებზე ასვლისას მას ფეხი დაუცდა და წაიქცა. მსახიობი მალევე ააყენეს, თუმცა კადრები „ბაფტას“ ისტორიას დარჩა.