LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალ პაჩინო და მიშელ პფაიფერი – ჰოლივუდის ყველაზე ცეცხლოვანი წყვილი 80-იანებში და ახლა

978
alpachinonews

ყველას ახსოვს, რომ 90-იან წლებში მსახიობები, ალ პაჩინო და მიშელ პფაიფერი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მსახიობებმა ერთმანეთი 1983 წელს გაიცნეს ფილმში „ნაიარევი სახე“. ხოლო მოგვიანებით, კვლავ შეხვდნენ გადასაღებ მოედანზე ფილმში „ფრენკი და ჯონი“. სწორედ ამ დროს, 1991 წელს დაიწყო მათი რომანიც.

წყვილის ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, თუმცა მსოფლიო კინოს ისტორიაში ალ პაჩინოსა და პფაიფერის წყვილი ყველაზე ცეცხლოვან და სექსუალურ წყვილად არის მიჩნეული. ამბობენ, რომ დაშორების მიზეზი ალ პაჩინოს ღალატი გახდა. ცნობილია ისიც, რომ ამ დაშორების შედეგ, პფაიფერის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას ექიმების დახმარება დასჭირდა. ბოლო დროს მიშელი რამდენჯერმე შეხვდა ალ პაჩინოს. მათ შორის, წითელ ხალიჩაზე. პფაიფერი დღესაც ფანტასტიკურად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ 63 წლისაა. აი ალ პაჩინოს კი ასაკი დაეტყო, არც არაფერია გასაკვირი, რადგან ოსკაროსანი მსახიობი 81 წლის გახლავთ.

თან ცეკვა, თან სიმღერა, თან ვარჯიში – 81 წლის ლეგენდარული ალ პაჩინოს უახლესი ფოტოები, რომლებიც ისტორიას დარჩება

ფოტო: 63 წლის და არცერთი ნაოჭი – მიშელ პფაიფერი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები