ალ პაჩინო 81 წლის ასაკშიც ბრწყინვალედ გამოიყურება. ახლახან, მან რიდლი სკოტის „გუჩის სახლში“ შესანიშნავად ითამაშა. როგორც ჩანს, ლეგენდარული მსახიობი ფიზიკურ ჯანმრთელობასაც დიდ დროს უთმობს და სისტემატურად ვარჯიშობს.
პაჩინო ახლახან ბევერლი-ჰილსზე ვარჯიშის დროს გადაიღეს, ის თან ფიზკულტურით იყო დაკავებული, თან ცეკვავდა და მღეროდა.
შავ სპორტულებში გამოწყობილი ალი ყურსასმენებში საოცრად მხნედ გამოიყურებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორედ ისეთი ფოტოებია, რომლებიც ისტორიას დარჩება.
81 წლის ალ პაჩინო „ივ სენ ლორანის“ ახალი კოლექციისთვის
ფოტო: გაიცანით ჯულია პაჩინო – ლეგენდარული ალ პაჩინოს უფროსი ქალიშვილი მამის კვალდაკვალ