LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „გუჩის სახლის“ ქრონიკები და მოდის აპოთეოზი წითელ ხალიჩაზე

192
page

ლედი გაგას ევროპული ტურნე დასრულდა. ვარსკვლავი „გუჩის სახლის“ პრემიერით არაერთ ქალაქს ესტუმრა. ახლა კი ჯერი ნიუ-იორკზე მიდგა. წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. ლედი გაგა, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი დახვეწილი „ლუქებით“ ბრწყინავდნენ.

ფოტო: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ პრემიერაზე

ფოტო: „დიდი განაცხადი მოდის ინდუსტრიაში“ – ლედი გაგა გველის ტყავის პალტოთი გამოჩნდა

35 წლის ლედი გაგამ „გუჩის“ უღალატა და პრემიერისთვის „არმანის“ ხავერდის, მკერდმოშიშვლებული კაბა მორგო, რომელსაც  Tiffany & Co-ს სამკაულები შეუხამა. ჯარედ ლეტო, როგორც ყოველთვის ეპატაჟურად გამოიყურებოდა, ის „გუჩის მოდის სახლის“ ერთგული დარჩა და ყვითელ კოსტიუმს პომპეზური ქურქი შეუხამა. სელმა ჰაიეკს არც ამჯერად დავიწყებია საკუთარი გრანდიოზული მკერდისთვის ხაზგასმა და ლურჯი დეკოლტე-კორსეტი მოირგო. ერთი სიტყვით წითელ ხალიჩაზე მოდის ზეიმი გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება ლეგენდარული ალ პაჩინოსა ლედი გაგას გამოჩენამ დაიმსახურა. 35 წლის არტისტი ალს ეხუტებოდა, ისინი ფოტოობიექტივის წინაშე ხელიხელჩაკიდებულნი პოზირებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები