LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „დიდი განაცხადი მოდის ინდუსტრიაში“ – ლედი გაგა გველის ტყავის პალტოთი გამოჩნდა

326
page

ლედი გაგას ევროპული ტურნე დასრულდა. ვარსკვლავი „გუჩის სახლის“ პრემიერით არაერთ ქალაქს ესტუმრა. ახლა კი ის მშობლიურ ამერიკას დაუბრუნდა. ამჯერად არტისტი სტივენ კოლბერტის შოუს ესტუმრა, სადაც საოცარი „ლუქით“ გაიბრწყინა.

ფოტო: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ პრემიერაზე

ზოგადად, ლედი გაგას ჩაცმის სტილმა ბოლო პერიოდში დიდი ევოლუცია განიცადა. „გუჩის სახლში“ შესრულებული მთავარი როლის შემდეგ, ვარსკვლავის ლუქები კიდევ უფრო დახვეწილი და თვალისმომჭრელია.

ამჯერად 35 წლის ლედი გაგა  Lanvin-ის თრენჩით გამოჩნდა. მას გველის ტყავის, ვერცხლისფერი მოსაცმელი ამშვენებდა, რომელსაც მან ამავე ფერის, კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა. მოდის ექსპერტები თვლიან, რომ აღნიშნული იმიჯით ვარსკვლავმა მოდის ინდუსტრიაში დიდი განაცხადი გააკეთა.

ფოტო: „სელინის“ პალტო, „ჰერმესის“ ალიგატორის ტყავის ჩანთა და „ჯიმი ჩუს“ ფეხსაცმელი – ლედი გაგა დახვეწილობის ზენიტშია

ფოტო: „როდესაც გაიხადა, ყველა მას უყურებდა“ – ლედი გაგა „გუჩის სახლის“ პრემიერაზე ორმაგი „ლუქით“ გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები