ბოლო პერიოდში, 35 წლის ეპატაჟური მომღერლისა და მსახიობის, ლედი გაგას ჩაცმის სტილი საოცრად დაიხვეწა. შესაძლოა მის გემოვნებაზე ფილმში „გუჩის სახლი“ მთავარი როლის შესრულებამ იმოქმედა. არტისტის ყოველი გამოჩენა სულ უფრო და უფრო სენსაციურია.
„როდესაც გაიხადა, ყველა მას უყურებდა“ – ლედი გაგა „გუჩის სახლის“ პრემიერაზე ორმაგი „ლუქით“ გამოჩნდა
სასწაული ფოტოსესია – ლედი გაგამ ერთდროულად ბრიტანული და იტალიური „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა
ამჯერად მრავალი ჯილდოს მფლობელი ლედი გაგა „სელინის“ თეთრი პალტოთი, „ჰერმესის“ ალიგატორის ტყავის ჩანთითა და „ჯიმი ჩუს“ ოქროსფერი ფეხსაცმლით გამოჩნდა. დახვეწილ იმიჯს მან მაღლა აწეული თმა და შავი მზის სათვალე შეუხამა.