LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორედ ის იყო, ვინც პირველად მომაქცია ყურადღება“ – ერლინგ ჰალანდისა და მისი რჩეულის სიყვარულის იტორია და უთბილესი ფოტოები

867
page

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ერლინგ ჰალანდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. თუმცა, ის მხოლოდ საფეხბურთო მიღწევებით არ არის ყურადღების ცენტრში. გულშემატკივრების განსაკუთრებულ სიმპათიასა და ინტერესს მისი რჩეული, იზაბელ ჰაუგსენგ იოჰანსენი და მათი სიყვარულის ისტორია იმსახურებს.

ორივე ნორვეგიის პატარა ქალაქ, ბრიუნეში გაიზარდა. ისინი ერთსა და იმავე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში ვარჯიშობდნენ და ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ.

მათი ურთიერთობა წლების შემდეგ, 2021 წელს დაიწყო. ფეხბურთელის თქმით, პირველი ნაბიჯი სწორედ იზაბელამ გადადგა და მას თავად მისწერა. ჰალანდი მათ სიყვარულის ისტორიას ბედისწერას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ იზაბელს ფეხბურთი ისევე კარგად ესმის, როგორც თავად მას.

„პირველად მან მომწერა. ორივე ერთ კლუბში Bryne-ში ვთამაშობდით. სწორედ ის იყო, ვინც პირველად მომაქცია ყურადღება… ჩემი გამოცდილებით, ნამდვილ სიყვარულს მაშინ შეხვდები, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები“, – ამბობს ფეხბურთელი.

მოედნის მიღმა წყვილი მშვიდ და ოჯახურ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას. თავისუფალ დროს ისინი ერთად ამზადებენ კერძებს, თამაშობენ Minecraft-ს, ვირტუალურ სამყაროში სახლებს აშენებენ და ხშირად მშობლიურ ბრიუნეშიც მიდიან, სადაც საყვარელ საკვებს აგემოვნებენ.

2026 წელს წყვილის ცხოვრება კიდევ უფრო შეიცვალა. ისინი პატარა ვაჟის მშობლები გახდნენ. იზაბელი მსოფლიოს ჩემპიონატზე მუდმივად ამხნევებს საყვარელ მამაკაცს.

ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი ორი გოლის შემდეგ მან ნორვეგიის საფეხბურთო ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაწერა და პარალელურად სოციალური ქსელების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონადაც იქცა.

გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ 25 წლის ჰოლანდისა და 21 წლის იზაბელის ისტორია სპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და შთამაგონებელ სასიყვარუილო კავშირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები