კინოს ისტორიაში ყველაზე ლამაზი მამაკაცი, ალენ დელონი ახლა 85 წლისაა. მისი პირადი ცხოვრება შეიძლება დავახასიათოთ ყველაზე ხმაურიანი რომანებითა და ურთიერთობებით. ჯამში ალენ დელონს 4 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს, აქედან უფროსი, ელისონ ლე ბორჟი 34 წლისაა.
ელისონ ლე ბორჟი სამოდელო კარიერითაა დაკავებული. მასზე მედია ბევრს წერს, განსაკუთრებით კი მისი გასაოცარი მსგავსების გამო პოპულარულ ბაბუასთან. თავად ამბობს, რომ ალენ დელონის შვილიშვილის სტატუსი ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ხალხი მუდამ ეძებს რაღაც საერთოს. საერთო კი ელისონსა და ალენს მართლაც რომ ბევრი აქვთ.