LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

88 წლის ალენ დელონს პირადი ქონების განკარგვის უფლება ჩამოერთვა – ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა

304
PUYE2O7Y5VCSBIQYJN663TQK5I

სასამართლომ 88 წლის ალენ დელონს ქონების განკარგვა აუკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელონი არ იქნება შეზღუდული მარტივ ოპერაციებში, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ვერ მიიღებს. ოპერაციებს ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი, რომელსაც დელონისთვის სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა ეხება.

ცოტა ხნით ადრე, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დელონის ვაჟები მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

„შენ ფლობ იმ სიყვარულს, რომელიც მჭირდება“ – ალენ დელონის 33 წლის ქალიშვილი, ანუშკა დელონი ლეგენდარულ მამასთან გადაღებულ თბილს ფოტოს ავრცელებს

88 წლის ალენ დელონი შობას ოჯახის გარემოცვაში აღნიშნავს და მხნედ გამოიყურება

ალენ დელონის შვილები მსახიობის მომვლელს სასამართლოში უჩივიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები